"უფულო" "მილანი" გარემარბს 1 მილიონად ყიდულობს

AutoSharing Option
Parma Live-ის ინფორმაციით, "პარმას" გარემარბი შაკა ტრაორე უახლოეს პერიოდში "მილანის" ფეხბურთელი გახდება.

16 წლის კოტდივუარელი "როსონერის" პრინციპების დონეზე მოელაპარაკა და მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერაა დარჩენილი.

აქამდე ტრაორემ პარმეზანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი სამჯერ თქვა. მოგეხსენებათ, "პარმა" სერია A-დან შარშან გავარდა.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ "პარმა" 1 მილიონ ევროს მიიღებს.

თინეიჯერ ტრაორეს დებიუტი იტალიის ჩემპიონატში გასულ სეზონში ჰქონდა და მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფულო მილანმა Olivier Giroud იყიდა.
ქ. გ.
17:42 02-08-2021
0

სიახლეები პოპულარული