ოფიციალურად - კიელინის "იუვენტუსმა" კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
მცველ ჯორჯო კიელინის, რომელიც 14 აგვისტოს 37 წლის გახდება, "იუვენტუსმა" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, - იტყობინება ტურინული კლუბი თავისი საიტით.

კიელინი "იუვეში" 2005 წლიდან თამაშობს, მისი კაპიტანია, იტალიის ცხრაგზის ჩემპიონია, გასულ სეზონში კი სერია A-ს 17 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან განაცხადა, რომ თავს ახალგაზრდულად, მხნედ გრძნობს და "იუვენტუსში" ახალი ტიტულების მოგებაზე ოცნებობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული