"ნაპოლი" არმანის დიზაინის ფორმით შეიმოსა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" თავის ოფიციალურ საიტზე მომავალი სეზონისთვის სამი ახალი ფორმის კომპლექტი წარმოადგინა.

ეკიპირების დიზაინის ავტორი ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანია. კლუბის ტექნიკური სპონსორი სპორტული ბრენდი Emporio Armani-ა (EA7).

საშინაო ფორმა ცისფერია, საგარეო - წითელი, ხოლო მესამე - თეთრი.

"ნაპოლი" სერია A-ს 22 აგვისტოს, "ვენეციასთან" მატჩით იწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ