რონალდოს 90+4-ე წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს - "იუვენტუსი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "უდინეზესა" და "იუვენტუსის" მატჩი 2:2 დასრულდა.

"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+4-ე წუთზე ფედერიკო კიეზას ჩაწოდებულ ბურთს თავით მარკო სილვესტრის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ მსაჯმა ივანო პეცუტომ ვიდეოასისტენტის მინიშნების შემდეგ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა.

28 აგვისტოს "იუვე" "ემპოლის" უმასპინძლებს.

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ რონალდო სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში არ არის, ამიტომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში და გუნდში რჩება.

უდინე. "ფრიული". 9 660 მაყურებელი
უდინეზე - იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 დიბალა (3), 0:2 კუადრადო
(23), 1:2 პერეირა (51, პენ), 2:2 დეულოფეუ (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ იუვეს ვპატიომ ამ ფრეს იმიტო რო ბოლო წუთზე რონალდოს გოლით ( 60 წუთზე შემოსული (და თან მე რონალდოს წასვლის არ მჯერა და მაგიტო იჯდა სათადარიგოზე და რაღაცეები ) მოიგეს უბრალოდ ეგეთ მოეგაბზე ერთი ქულა იწერება ცხროლში . კაი რა რაღაცა სანტიმეტრით ხელი წინ , თან უეფამ თქვა რა ესეთი ოდნავ აფსაიდი ოღონდ ფეხზე რატომღაც აღარაა აფსაიდი და ხელმა რა დააშავა უეფა ? 2-3 იუვეეეეეეეე ჩემ გულში და სეზონის ბოლოს +1 გოლი რონი არ დაჭირდება მარა მაინც .
ლშა_იუვენტინო
00:21 23-08-2021
1
არ ემხრობიან მსაჯები ამ ბოლოდროს და გაუჭიედათ ბებერ მდედრებს!
ირაკლი
16:17 23-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული