სერია A-ს პირველ ტურში "უდინეზესა" და "იუვენტუსის" მატჩი 2:2 დასრულდა.
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+4-ე წუთზე ფედერიკო კიეზას ჩაწოდებულ ბურთს თავით მარკო სილვესტრის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ მსაჯმა ივანო პეცუტომ ვიდეოასისტენტის მინიშნების შემდეგ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა.
28 აგვისტოს "იუვე" "ემპოლის" უმასპინძლებს.
"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ რონალდო სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში არ არის, ამიტომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში და გუნდში რჩება.
უდინე. "ფრიული". 9 660 მაყურებელი
უდინეზე - იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 დიბალა (3), 0:2 კუადრადო
(23), 1:2 პერეირა (51, პენ), 2:2 დეულოფეუ (83)