"განსაკუთრებული" ყველგან ბრწყინავს! ჟოზეს ფანტასტიკური სტატისტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "რომამ" "ფიორენტინა" 3:1 დაამარცხა. რომაული კლუბის მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის, იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში ეს მოგება 50-ე გახლდათ, რითაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

1994/95 წლების შემდეგ (იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც მატჩის მოგებაზე 3 ქულა იწერება), პორტუგალიელმა ყველაზე სწრაფად შეძლო 50 თამაშის მოგება. "განსაკუთრებულს" ამისთვის 77 შეხვედრა დასჭირდა. შეგახსენებთ, მოურინიო 2008-10 წლებში მილანის "ინტერში" მოღვაწეობდა.

ჟოზემ ასევე შეძლო და პრემიერლიგასა და ლა ლიგაში ყველაზე სწრაფად იზეიმა 50 გამარჯვება. ინგლისში სპეციალისტს ამისთვის 63 შეხვედრა დასჭირდა, ესპანეთში კი - 62.

"რომა"
სერია A-ში მომდევნო თამაშს 29 აგვისტოს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს, ამ მატჩამდე კი 26 აგვისტოს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ტრაბზონსპორს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, იტალიურმა კლუბმა თურქეთში 2:1 იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვითომ, შენ მაგრად გესმის ფეხბურთი :)
ქომაგი
16:59 24-08-2021
0
ჟოზე ქარიზმატული პიროვნება და მწვრთნელია.
-ყველა სტანდარტულად რომ მუშაობდეს მოსაწყენი იქნებოდა ფეხბურთი.
ისე კი აჩემებები იცის ჯიუტად, მარა კლასი აქვს და ვერ დავუკარგავთ.
-ჩემი გადასახედიდან ყველაზე საუკეთესო მწვრთნელი ფერგიუსონი იყო.
ავტორიტეტით და მენტალობით ამოტივირებდა ფეხბურთელებს და ისე იგებდა სულ.
rable
16:17 23-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული