“ვფიქრობ, მან დღევანდელ “იუვენტუსზე” დასკვნები გააკეთა. მგონია, რომ რონალდო კარგად ხედავს, “იუვეს” საერთაშორისო დონეზე ბრძოლის ძალა არ გააჩნია. ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 წელი წარუმატებელი ჰქონდათ. ამიტომაც ადგა და წავიდა.
ჩემპიონებს ყოველთვის პატივს ვცემდი. ჩემი აზრით, დიადი ჩემპიონები გუნდს გამარჯვებაში ეხმარებიან, მაგრამ ამავდროულად, ერთ მოთამაშეს ორკესტრის გარეშე მუდმივად შედეგის დადება არ შეუძლია,”- განაცხადა კაპელომ.
მომზადებულია gazzeta dello sport-ის მიხედვით