სერია A-ს მეორე ტურში "მილანმა" "კალიარის" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. გულშემატკივარმა 5-ივე გოლი პირველ ტაიმში იხილა.
ანგარიში სანდრო ტონალიმ მე-12 წუთზე ულამაზესი ჯარიმით გახსნა. ალესანდრო დეიოლამ მე-15 წუთზე წონასწორობა აღადგინა. "როსონერიმ" უპირატესობა მე-17 წუთზე, რაფაელ ლეაოს გოლით დაიბრუნა.
დარჩენილი ორი გოლი კი მილანელთა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგმა თავი 24-ე და 43-ე წუთებზე გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი აღარაფერი შეცვლილა.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ "როსონერი" 6 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. "კალიარის" 1 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს.
"მილანი" მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. "კალიარი" იმავე რიცხვში "ჯენოას" დაუპირისპირდება.