სერია A-ს პირველ ტურში "მილანმა" სტუმრად "სამპდორია" 1:0 დაამარცხა.
გოლი მე-9 წუთზე ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, რომელსაც პასი დავიდე კალაბრიამ გაუკეთა.
"როსონერიში" პირველად ითამაშეს მეკარე მიკ მენიანმა, მცველმა ალესანდრო ფლორენციმ და თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ.
29 აგვისტოს, მეორე ტურში, "მილანი" "კალიარის" უმასპინძლებს, რომელიც საკუთარ მოედანზე "სპეციასთან" 62-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟოაო პედრომ 4 წუთში დუბლი შეასრულა (ერთი გოლი პენალტით გაიტანა) და მატჩი 2:2 დასრულდა.