ზლატანი: ვქურდობდი, რადგან ეს გადარჩენი გზა იყო...

AutoSharing Option
"მილანისა" და შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბავშვობაზე საუბრისას საყვარელი ველოსიპედის მოპარვა გაიხსენა და ახსნა, თავად რატომ იპარავდა მათ.

"ჩემი საყვარელი ველოსიპედი მომპარეს და მისი დაბრუნება ვერ შევძელი. ალბათ, ბუმერანგის კანონი ამოქმედდა ჩემ მიერ მოპარული ველოების სანაცვლოდ. გული ახლაც მწყდება, ის ველოსიპედი ყველაზე მეტად მიყვარდა.

როგორ მოვექცეოდი იმ ადამიანს, რომელმაც ველო მომპარა? მას ახალს ვუყიდდი, ჩემსას კი გამოვართმევდი.

მაშინ პატარა ვიყავი, სულელი. გადარჩენისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ველოსიპედი კი სხვადასხვა ადგილას მისვლა მჭირდებოდა. ქურდობაზე ჩემი ცხოვრების სირთულეებთან გასამკლავებლად წავედი.

სხვისი ველოსიპედების მოპარვა
არც მაშინ შემიწყვეტია, როცა ჩემი დავკარგე. არ მინდოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ეს გადარჩენის საკითხი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამაში კარგი არაფერი ყოფილა, მსგავს ნაბიჯს იმიტომ დგამ, რათა ცხოვრებაში ნაბიჯის წინ გადადგმა შეძლო,"- თქვა ზლატანმა.

მომზადებულია Get French Football News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ევროპაო, ისაო ესაო და ევროპელი სპორტსმენი არაა რომ არ უჭირდა ბავშვობაში, რა ისტორიებს არ ჰყვებიან: ზოგი იპარავდა, ზოგი მათხოვრობდა, რონალდუ მაკდონალდში ითხოვდა საჭმელს, ზოგის მშობელწ 3 სამუშაოზე მუშაობდა მარა მაინც არ ჰყოფნიდა საჭმელი და ამერიკაშიც ბევრია ეგეთი სპორტსმენი.
გოგა
11:50 13-09-2021
0
მე ვქურდობ!
ტხუთმეტი წელია ევროპაში ვარ, უსაბუთოდ! ერთი კაპიკი არ მახსოვს არავისგან, არც უმუშევრობის ფულს ვიღებ, რადგან უსაბუთო ვარ, მყავს ოთხი შილი, რა ვქნა?
ვინც აზრზე არ ხართ და არც გამოგიცდიათ, თქვენ გეკითხებით, აბა რა ვქნა?
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, სიმართლისათვის.
კ ო მ ბ ლ ე
21:31 12-09-2021
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული