"ხელი მხოლოდ ორმა აიწია, ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო..." - შვედი "მილანში" დაბრუნების პირველ დღეს იხსენებს

AutoSharing Option
"როსონერის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბში დაბრუნების პირველი დღე გაიხსენა.

"როდესაც "მილანში" დავბრუნდი, გასახდელში შევედი და ვიკითხე: ვის უთამაშია ერთი შეხვედრა მაინც ჩემპიონთა ლიგაზე? ხელი მხოლოდ ორმა აიწია, ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო.

გასულ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს მოგება გახლდათ. სამწუხაროდ, ჩვენ მეორე დავალება ვერ შევასრულეთ... თუმცა მეორე ადგილზე გავედით, ვფიქრობ, დიდებული სამსახური გავწიეთ. თუნდაც ახალგაზრდებმა და გამოუცდელება გაიგეს ის, თუ რაარის საჭირო იმისთვის, რომ მივიდეთ იქ, სადაც გასულ მაისში ვიყავით. მათ გაიაზრეს, რომ გამარჯვებისთვის რაღაც საკმარისი არ
იყო. ყველა ამაზე ვმუშაობთ" - განაცხადა შვედმა.

შეგახსენებთ, "როსონერი" იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრას დღეს, 25 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული