იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში "ლაციომ" "რომას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი მილინკოვიჩ სავიჩმა გამოიჩინა. მე-19 წუთზე პედრომ "ლაციოს" უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 1-ლი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "რომას" მცველმა როჯერ იბანეზმა სხვაობა შეამცირა.
62-ე წუთზე მასპინძლების რიგებიდან ფელიპე ანდერსონმა მე-3 გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ჯორდან ვერეტოტმა პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "რომა" 12 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. "ლაციოს" 11 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.
ჟოზე მოურინიოს შეგირდები მომდევნო შეხვედრას 3
ოქტომბერს, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავენ - შუა კვირაში, კონფერენს ლიგის მე-2 ტურში, ლუგანსკის "ზორიას" უმასპინძლებენ.
თავის მხრივ, "ლაციო" 3 ოქტომბერს "ბოლონიას" ესტუმრება, ამ შეხვედრამდე კი ევროპა ლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" მიიღებს. მატჩი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული.