"მასთან ერთად ვარჯიშიც კი დიდი სიამოვნება იყო..." - ბონუჩი რონალდოს წასვლის შემდეგ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბიანკონერი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

"ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ერთ ფეხბურთელს, განსაკუთრებით, მსოფლიოს საუკეთესოს, "ბებერი ქალბატონისთვის" წარმატების მოტანა შეეძლო. თავისუფლად შემიძლია დავეთანხმო, რადგან კრიშტიანომ ჩვენზე დიდი ზეგავლენა იქონია, მასთან ერთად ვარჯიშიც კი დიდი სიამოვნება იყო, თუმცა სპორტსმენები მიეჩვივნენ იმას, რომ მას მარტო შეეძლო გამარჯვება.

ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა მოვუკელით, თავგანწირვის სურვილი გაგვიქრა. ვამახვილებ ბოლო წლებზე ყურადღებას.

გასულ სეზონში სერია A-ში მე-4 ადგილი
დავიკავეთ, იტალიის თასი მოვიგეთ, რადგან ჩვენ კიდევ გუნდი ვართ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, მივეჩვიეთ იმას, რომ მივცეთ რონალდოს ბურთი, რადგან ეს ავტომატურად გამარჯვებას ნიშნავდა. კრიშტიანოს გუნდი ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ ის" - განაცხადა ლეონარდომ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია, ბუნებით გამარჯვებულია და ყველა თავის მოქმედებას აკონტროლებს!
გიგა
13:32 30-09-2021
0

სიახლეები პოპულარული