ლომბარდიელების უხვგოლიანი დაპირისპირება "მილანის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

"როსონერიმ" ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. თავი დავიდ კალაბრიამ გამოიჩინა. "შავ-წითლების" რიგებიდან მეორე გოლი სანდრო ტონალიმ 42-ე წუთზე გაიტანა. 78-ე წუთზე პორტუგალიელმა რაფაელ ლეაომ ბერგამოელთა კარი მესამედ დალაშქრა.

თითქოსდა მატჩი მილანელების მარტივი გამარჯვებით მიდიოდა, თუმცა "ატალანტას" ფეხბურთელებმა ორი გოლის გატანა მაინც მოახერხეს და გულშემატკივარს მცირედით, მაგრამ მაინც, იმედი ჩაუსახეს. ჯან პიერო გასპერინის შეგირდებიდან გოლები დუვან ზაპატამ (86) და მარიო პაშალიჩმა (90+4 წუთზე) გაიტანეს.

ამრიგად, 7 ტურის თავზე "როსონერი" 19 ქულით
მე-2 ადგილს იკავებს. ბერგამოელები 11 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

"მილანი" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "ჰელას ვერონას" წინააღმდეგ გამართავს. "ატალანტა" 17 ოქტომბერს "ემპოლის" ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერს ცდილოფს მსაჯი და ვარი მარა ლიგისგან განსხვავების სერია ა-ში ჯერ არ გამოსდით.დდდ საღოლ პიოლი არ მეგონა ასე მაგარი თუ იყო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული