ზლატანმა ჩოგბურთელი დაასახელა, რომელიც მის თავს ახსენებს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ 20-გზის გრანდ სლემის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი მის თავს ახსენებს.

"პირველ რიგში, ის ბალკანელივით ფიქრობს. როდესაც ფეთქდები, ყველაფერი კარგად მიდის; როდესაც ბრაზდები, საუკეთესოს იღებ, რადგან უფრო მეტად ფოკუსირდები საქმეზე.

როცა ნოლე თამაშისას ბრაზდება, მაქსიმუმს იღებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. შემიძლია გითხრათ, რომ ის იდეალური ათლეტია. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ადამიანი მენტალურად იზრდება", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Milan News 24.

ჯოკოვიჩი 2021 წლის ინდიან უელსის ტურნირს გამოტოვებს (7 ოქტომბერს იწყება). ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ძალების აღდგენითა და
გამოჯანმრთელებით დაკავდება. შეგახსენებთ, სერბმა US OPEN-ის ფინალური მატჩი დანილ მედვედევთან (4:6 4:6 4:6) დათმო.

აქედან გამომდინარე, 2000 წლის შემდეგ ეს პირველი დიდი ტურნირი იქნება, რომელშიც მონაწილეობას დიდი სამეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ მიიღებს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული