მანჩინი: ბალოტელი? ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელს, რობერტო მანჩინის კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ეროვნულ გუნდში თავდამსხმელ მარიო ბალოტელის დაბრუნებას.

"ბალოტელი? ჩვენ ერთად მრავალი წელი გავატარეთ. არ ვიცი. მარიო ახლა 31 წლისაა, მაგრამ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენ არავინ არ დაგვიწყებია. თუ შესაძლებლობა იქნება, ყველა ვარიანტს შევისწავლით", - განუცხადა მანჩინიმ Football Italia-ს.

ბალოტელი "ადანა დემირსპორში" თამაშობს და თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა.