მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მე-14 წუთზე მასპინძლები ჟირუმ დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს. ორჯერ მეკარე ტეტერუშანუმ, ერთხელ კი ხარიხამ გადაარჩინა „მილანი“ და შეხვედრა 1:0 დასრულდა.
„მილანი“ ამ მომენტისთვის 28 ქულით ლიდერია, თუმცა „ნაპოლი“ 28 ოქტომბერს „ბოლონიას“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში დაეწევა.
31 ოქტომბერს „როსონერი“ გასვლაზე „რომას“ შეხვდება.
"მილანმა" ჩემპიონატზე 10 პირველი მატჩიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 67 წლის წინ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა.