დიბალა "იუვენტუსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი პაულო დიბალა "ბებერ ქალბატონთან" ხელს ახალ კონტრაქტს მოაწერს.

ჟურნალისტ ნიკოლა შირას თქმით, არგენტინელი განახლებულ შეთანხმებას ხელს სულ მალე მოაწერს. კონტრაქტის პირობების თანახმად, "ბიანკონერის" შემტევი ტურინელთა რიგებში 2026 წლამდე დარჩება, რა დროშიც სეზონში 8.5 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსის სახით კი 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, პაულოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.

რაც შეეხება "ალბისელესტეში" სტატისტიკურ მონაგარს, სამხრეთამერიკელმა შემტევმა 2021/22 წლების სერია A-ს სეზონში მონაწილეობა 8 შეხვედრაში მიიღო, საიდანაც თავი 3 გოლითა და
ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა უჭირს აბა ჯუვეს... :P
0

სიახლეები პოპულარული