მხითარიანმა მალე შეიძლება "რომა" დატოვოს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მიუხედავად ახლახან გახანგრძლივებული კონტრაქტისა, ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა შეიძლება "რომა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, 32 წლის მხითარიანი უკმაყოფილოა მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიერ დასახული ამოცანებით, რომელთა გამო შეტევაში თავის წარმოჩენა არ შეუძლია.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ ის რუსულ კლუბებში პოპულარობით სარგებლობს და არაა გამორიცხული, ზამთარში "რომასთან" კონტრაქტი გაწყვიტოს.

ამ სეზონში ჰენრიხმა 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ სომეხი ახლა რომაში აღარაფერიც არაა იმასთან შეარებით რაც მაგან დორტმუნდში ითამაშა. ჯერ შახტარში გაიბწყინა და მერე დორტმუნდში დახაზა. წამყვანი მოთამაშე იყო ორივეგან. ახალგაზდობაში მაგნაირი დაგვხატავდა ახლა ნაკრებში.
G.LA
19 ნოემბერი 2021 15:23
1
სომეხი რო ტოპ ჩემპიონატში ითამაშაბს, ჩვენ მარტო მამარდა გვყავს ისიც ორი თვეა სკამზეა
irakli
19 ნოემბერი 2021 10:23
2

სიახლეები პოპულარული