უხვგოლიანი მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" - "ინტერმა" "ნაპოლი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-13 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე პიოტრ ზიელინსკის გოლის წყალობით გახსნეს, ჰაკან ჩალჰანოღლუმ 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ივან პერიშიჩმა კი 44-ე წუთზე "ნერაძური" წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა ლაუტარო მარტინესმა 61-ე წუთზე სხვაობა ორბურთიანი გახადა.

მატჩის საბოლოო ანგარიში დრის მერტენსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, მილანელები 28 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "ვენეციას" წინააღმდეგ გამართავენ.

"ნაპოლი" 32 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მე-14 ტურში კი "ლაციოს" უმასპინძლებს. მატჩი
28 ნოემბერს შედგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული