"ვერონას" წარმოუდგენელი ქამბექი და "იუვენტუსის" მშვიდი 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში "ვენეციამ" "ჰელას ვერონას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. გოლები პიეტრო ცეცარონიმ (12), დომენ კრნიგოიმ (19) და ტომას ენრიმ (27) გაიტანეს.

მეორე ნახევრიდან კი ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა, "ვერონას" შეგირდები ძალიან გააქტიურდნენ და 4 გოლის გატანა მოახერხეს. მივყვეთ თანმიმდევრობით:

52-ე წუთზე ტომას ენრიმ გოლი საკუთარ კარშიც გაიტანა. 65-ე წუთზე ჯანლუკა კაპრარიმ პენალტის ნიშნულიდან სხვაობა 1-მდე შეამცირა.

67-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების მომტანი გოლი კი იმავე სიმეონემ 85-ე წუთზე
გაიტანა.

ასე და ამგვარად, "ვერონა" 23 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

"ვენეცია" 15 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 11 დეკემბერს, "იუვენტუსის" პირისპირ ჩაატარებს.


"იუვენტუსმა" "ჯენოას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მე-9 წუთზე ანგარიში ხუან კუადრადომ გახსნა, მეორე გოლი კი პაულო დიბალამ 82-ე წუთზე გაიტანა და "ბებერ ქალბატონს" მორიგი გამარჯვება გაუფორმა.

ამრიგად, "ბიანკონერი" 27 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ ტურში (11 დეკემბერს) კი "ვენეციას" ესტუმრება.

"ჯენოა" 10 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 დეკემბერს, "სამპდორიას" პირისპირ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული