2 წითელი ბარათი და უხვგოლიანი დაპირისპირება "სან-სიროზე" - "მილანმა" 9-კაციან "რომას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 6 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურში, "მილანმა" "რომას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მე-17 წუთისთვის "როსონერი" უკვე ოლივიე ჟირუსა (8) და ჟუნიორ მესიასის (17) გოლების წყალობით 2:0 იგებდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ტემი აბრაჰამმა სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის მეორე ნახევარი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. 74-ე წუთზე რიკ კარსდორპმა ტეო ერნანდესის წაქცევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

81-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა რაფაელ ლეაომ სხვაობა ორბურთიანი გახადა და "შავ-წითლებს", ფაქტობრივად, გამარჯვება გაუნაღდა.

90+3 წუთზე საჯარიმოში იმავე ლეაოს
წაქცევისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯანლუკა მანჩინიც გააძევა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ამრიგად, 20 ტურის შემდეგ "როსონერი" 45 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, 9 იანვარს კი "ვენეციას" ესტუმრება.

"რომა" 32 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას იმავე 9 იანვარს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


ტურინის "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმრებმა 23-ე წუთზე დრის მერტენსის გოლის წყალობით ანგარიში გახსნეს. 54-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "ბიანკონერი" 35 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას, როგორც უკვე მოგახსენეთ, 9 იანვარს, "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ნაპოლი" 40 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (9 იანვარს) კი "სამპდორიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული