შევჩენკოს "მილანთან" მატჩამდე არ გადააყენებენ

AutoSharing Option
ანდრეი შევჩენკოს ხელმძღვანელობით, "ჯენოამ" 10 ჩატარებული მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა, 6 წააგო, მხოლოდ 1 მოიგო, ისიც თასზე და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაყენებას უპირებენ.

თუმცა "გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ შევჩენკოს მინიმუმ 13 იანვრამდე, "მილანთან" მატჩამდე სამუშაოდან არ დაითხოვენ.

მიუხედავად ამისა, განოას გუნდი უკვე ეძებს მის შემცვლელს, რომელთა შორისაა გუნდის ყოფილი თავკაცი დავიდე ბალარდინი.

აღსანიშნავია, რომ შევჩენკო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და გარკვეული პერიოდი გუნდს ვერ ხელმძღვანელობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული