"მილანი" შევჩენკოს ოვაციებით შეეგება - "ჯენოა" დამატებით დროში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/8-ფინალში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 3:1 დაამარცხა „ჯენოა“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„მილანის“ ტიფოზები გულთბილად შეხვდნენ გენუური გუნდის მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს, ტრიბუნებზე მის საპატივცემულოდ ბანერები გამოფინეს და მატჩის დაწყების წინ უკრაინელის სახელს დიდხანს სკანდირებდნენ.

სტუმრები 74-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში კი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

შევჩენოს ხელმძღვანელობით, „ჯენოამ“ 11 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას გადაყენებას უპირებენ.

მილანი. „სან სირო“

მილანი - ჯენოა
3:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 0:1 ესტიგორი (17), 1:1 ჟირუ (74), 2:1 რაფაელ ლეაო (102), 3:1 სალემაკერსი (112)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული