
"ჯენოას" ხელმძღვანელობამ ანდრეა შევჩენკო დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
"კლუბი მადლობას უხდის მთავარ მწვრთნელს და მის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 45 წლის სპეციალისტმა "ჯენოასთან" ერთად 11 შეხვედრა ჩატარა და მხოლოდ ერთში იზეიმა გამარჯვება, მათ შორის "სალერნიტანასთან" (1:0), ისიც კოპა იტალიას ეგიდით, 7 შეხვედრა წააგო და 3 ფრედ ითამაშა.
შეგახსენებთ, გენოას გუნდი 21 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით