მსაჯმა მესიასის გოლი არ ჩათვალა და ჯარიმა დადო... შემდეგ "სპეციამ" გაიტანა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იტალიის" სერია A-ს 22-ე ტურში "სპეცია" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

45-ე წუთზე ტეო ერნანდესმა პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ეპიზოდიდან 1 წუთში რაფაელ ლეაომ მშვენიერი გოლი გაიტანა და "როსონერი" შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე, კევინ აგუდელომ წონასწორობა აღადგინა.

მატჩის მიწურულს, 90+2 წუთზე, მესიასმა შორეულ ცხრიანში გაიტანა და თითქოსდა მილანელებს უნდა მოეგოთ, თუმცა არბიტრმა ბურთი არ ჩათვალა და ჯარიმა დანიშნა. იბრაჰიმოვიჩის დარტყმული პროვედელმა მოიგერია.

სკანდალური ეპიზოდიდან 4 წუთში კი ემანუელ გუასიმ "შავ-წითლების" დაცვის ცენტრის შეცდომით ისარგებლა და "სპეციას" მნიშვნელოვანი
3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "მილანი" 48 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში (23 იანვარს) "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

თავის მხრივ, "სპეცია" 22 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 23 იანვარს, "სამპდორიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული