"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ფანებს დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე სწრაფი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონთან ახლოს, სადაც "ფიორე" საშინაო მატჩებს ატარებს, გულშემატკივრებმა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

ბანერებზე წერია: "პატივისცემა გოლების გატანით არ მოიპოვება. ვლაჰოვიჩი დედა***ლი კუზიანია (ანუ gobbi, "იუვენტუსის" ფეხბურთელებისა და ფანების მეტსახელი); "შენი დაცვა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს. ნაბ***რო ციგანო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია!"; "მალე შევხვდებით, ხიფათის მოყვარე ბიჭუნა!"; "ვლაჰოვიჩი ნაბი***რი ციგანია!"

Sportall.Ge

იტალიური გამოცემების მიხედვით, დიდი  შანსია, უახლოეს საათებში სერბმა თავ
დამსხმელმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმოს. ვლაჰოვიჩი "ფიორენტინაში" მეოთხე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია goal.com/it/-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
შუაგულ ევროპაში კაცს ემუქრებიან სიცოცხლის წართმევით იმის გამო, რომ თავის კარიერას ისე წარმართავს როგორც თვად თვლის საჭიროდ. ყველგან პირნათლად ასრულებს კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობას და ვიღაცას მაინც არ მოსწონს რომ ისე გადაწყვიტა როგორვ თავის კარიერას ჭირდება.

ქართველ “უფლება დამცველებს” რომ ჰგონიათ მარტო საქართველოში არსებობენ რადიკალი ჯგუფები, ქვეყანას რომ სახელს უტეხავენ, იქნებ მიაქციონ ასეთ ფაქტებს ყურადღება. აღმოაჩენენ რომ ოი საოცრებავ, ევროპაშიც არ არის ყველა ადრკვატური. პირადად მეც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ რომელთან ჩემპიონატი ევროპის ტოპ-5 ლიგაში შედის. ჩემი ქალქის გუნდის თამაშებზე რომ მოვსულვარ, დავაკვირდი რომ ფანების უდიდესი ნაწილი არის შედარებით დაბალი სოციალური ფენიდან. უფრო წარმატებული და სამსახურებრივად დაკავებული სასტავი ვინც არის, იმათ ყველას არ სცხელა ფეხბურთზე სასიარულოდ. პარადოქსია მაგრამ, უმრავლესობა სტადიონზე უფრო დაბალ შემოსავლიანი ხალხი მიდის. ნაკლებად განვითარებულ ხალხში რომ აგრესია და ცხოველური ინსტიქტები მეტია ვიდრე ლოგიკა და საღი აზრი, ეს საყიველთაოდ ცნობილი ფაქტია. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ, ჩვენი უფლება დამცველები ქართველებს რომ მოგვდგებიან და მიწასთან გაგვასწორებენ თურმე რა განუვითარებლები ვართ, სახეზე უნდა ავაკრათ მსგავსი გამოხტომები თუნდაც ევროპელ ფანებს შორის. კიდევ ერთი მაგალითი გამახსენდა, რომის ლაციოს ფანები რომელიც ფაშისტური ლოზუნგებით არიან ცნობილი და სულ რაღაც რამდნეიმე წლის წინ ზუსტად მახსოვს ქალები არ დაიშვებოდნენ ლაციოს თამაშებზე. ეხლა არ ვიცი შეცვალეს თუ არა ეგ წესი )))
ფანების უმრაველსობა როგორც წესი განუვითარებელი სასტავია
15:39 25-01-2022
7
ფანების უმრაველსობა როგორც წესი განუვითარებელი სასტავია-ს

რა თქმა უნდა დასაგმობია ასეთი რამ ფეხბურთელის მიმართ და არა მარტო ფეხბურთელის მიმართ. ეს ხომ სპორტია და არა ომი? მარა რადგან შუა ევროპაში ხდება ეს ფაქტი, არ ნიშნავს რომ აქ გასასამართლებლად გამოდგება. აი იქ ხდება და მოდი აქაც მოხდესო. იქ ბევრი სხვა რამ ძალიან კარგიც ხდება...რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდება. მარა ყველა ადამიანის უფლებას პატივი უნდა ვცეთ და არ ვიმართლოთ იმით თავი რომ სადმე სხვაგანაც ხდება. ჩვენ ჩვენს მივხედოთ და ყველამ თავისას. უფლება დამცველები კი იმიტომ არსებობენ რომ ყველაფერზე რეაგირება მოახდინო და ჩვენი საკრიტიკო არაფერი აქვთ. არც აქ არის ომი რომ მათი კრიტიკა მოღალატედ აღიქვას ვინმემ. ყველაფერ ცუდზე უნდა ვიყვიროთ ყველამ რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ უფრო უკეთესები. არ უნდა ეძებო ნაცი და ქოცი რაც დასაგმობია უნდა დაგმო. აგერ მეტროში ბიჭი კინაღამ მოკლა პოლიციელმა, ახლა ისევ ნაცების კუდს მონახავენ. ყველაფერის პოლიტიკაში გარევა სირცხვილია. მე პირადად მეტროს კადრების ბევრჯერ ნახვისას დამიმძიმდა გული.
G.LA
16:49 25-01-2022
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული