ვლაჰოვიჩმა "იუვეს" სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "იუვენტუსმა" "ჰელას ვერონას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში ახალწვეულმა დუსან ვლაჰოვიჩმა გახსნა, სერბმა ფორვარდმა თავი მე-13 წუთზე გამოიჩინა; ზოგადად კი, 22 გამართულ მატჩში მეტოქის კარი 18-ჯერ აიღო.

61-ე წუთზე კი დენის ზაქარიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, ტურინელები 45 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ჩატარებენ.

"ვერონა" 33 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (იმავე 13 თებერვალს) კი "უდინეზეს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი ბიჭი, ეს და ჰალანდი არიან მომავლის ცენტრები
ლშა_იუვენტინო
18:44 07-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული