იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "იუვენტუსმა" "ჰელას ვერონას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში ახალწვეულმა დუსან ვლაჰოვიჩმა გახსნა, სერბმა ფორვარდმა თავი მე-13 წუთზე გამოიჩინა; ზოგადად კი, 22 გამართულ მატჩში მეტოქის კარი 18-ჯერ აიღო.
61-ე წუთზე კი დენის ზაქარიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ტურინელები 45 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ჩატარებენ.
"ვერონა" 33 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (იმავე 13 თებერვალს) კი "უდინეზეს" უმასპინძლებს.