დი კანიო პორტუგალიელზე: ის ერთი დიდი მითია!

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად ექსპერტმა პაოლო დი კანიომ "რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ბუდე გლიმტის" დამარცხების შემდეგ გააკრიტიკა.

"ყველანი კონფერენს ლიგით არიან აღფრთოვანებულები, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მოსაგებია. გესმით მაინც, რომ "ბუდე გლიმტის" 7 ფეხბურთელი პორტში ორაგულებს ეზიდება?

მოურინიო ერთი დიდი მითია. მოდით, არ დავიწყოთ საუბარი იტალიის ფეხბურთის გადატვირთვაზე კონფერენს ლიგის გამო, ეს უბრალოდ სისულელეა.

საკითხები სწორად უნდა შევაფასოთ. ძალიან სასაცილოა "ბუდეს" დამარცხების შემდეგ ატეხილი გამარჯვების ყიჟინა", - განაცხადა დი კანიომ Sky Sports Italia-ს პირდაპირ ეთერში.

"რომამ"
გასულ ხუთშაბათს განმეორებით მატჩში ნორვეგიის ჩემპიონი 4:0 გაანადგურა და კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გავიდა. "ბუდე გლიმტმა" კი კონფერენს ლიგაზე ჩატარებული 4 მატჩიდან "რომასთან" მხოლოდ ერთხელ წააგო, ტურნირის 1/8-ფინალში კი ნიდერლანდურ "აზ ალკმაარს" აჯობა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული