"ინტერმა" "მილანი" 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 აპრილს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "ინტერმა" "ჯუზეპე მეაცაზე" "მილანს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი ლაუტარო მარტინესის დუბლის წყალობით მოიგეს, არგენტინელმა ფორვარდმა თავი მე-4 და მე-40 წუთებზე გამოიჩინა.

საბოლოო ანგარიში რობინ გოსენსიმ 82-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "ნერაძური" კოპა იტალიის ფინალში გავიდა, სადაც "იუვენტუსსა" და "ფიორენტინას" შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, "ბიანკონერისა" და "იების" დაპირისპირება 1:0 დასრულდა. ხსენებული მატჩი დღეს, 20 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ე.ი სკუდეტოს მილანი მოიგებს.
1
რა ხარისხია აქ ვიდეოს
ნიკა
11:16 20-04-2022
0

სიახლეები პოპულარული