"სპალეტის კვარაცხელიასი ეიმედება, ამიტომ ამ ფეხბურთელს გაყიდიან" - "ნაპოლი" ხვიჩას გამო ერთ-ერთ ლიდერს გაასხვისებს

AutoSharing Option
elfutbolero.us-ი წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლი" გუნდის მექსიკელ შემტევ ირვინგ ლოზანოს გაყიდის.

წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელებმა სამხრეთამერიკელის შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელიას სახით უკვე იპოვეს და კლუბის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სწორედ ქართველის უფრო ეიმედება.

იწერება იმის შესახებაც, რომ მექსიკელი კარიერას "მილანში" განაგრძობს. მოგეხსენებათ, "როსონერის" უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი ეყოლება, რომელსაც გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება და ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობა აქვს დაგეგმილი.

ლოსანო "ნაპოლის" მაისურს 2019 წლიდან ირგებს, კვარაცხელია კი იტალიურ კლუბში, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გადაბარგდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ჯუღელის უაზრობები მაგრა არ მომწონს @ მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი იქნება თუ ნაპოლისთანაც ხანგრძმივ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხვიჩა იმიტომ რომ ხომ ვნახეთ რა დღეში ჩავარდა რუბინში იმათი უუფლებო საკუთრება რომ გახდა დიდი ხნით @ 2024 წლამდე კი არა 2022 წლამდე რომ ქონოდა კონტრაქტი მე დარწმუნებილი ვარ შარშან ზაფხულში უკვე გადავიდოდა ევროპაში იმიტომ რომ საიმანოვი ნაღდად აღარ დაადებდა არარეალურ ფასს იმიტომ რომ წლის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდებოდა და სულაც უფასოდ წავიდოდა ! ასევე იქნება ნაპოლიშიც--თუ კარგად ითამაშებს და მაგალითად მისი საყვარელი რეალი მოინდომებს მის ყიდვას ნაპოლი სასწაულ ფასს დააბრეხვებს სადღაც 100 მილიონის ფარგლებში და ჩაეშლება ხვიჩას ოცნება რეალში თამაშის! ამას პლიუს კონტრაქტის მიხედვით მილიონ ნახევარი ევრო უნდა მიიღოს ბონუსების ჩათვლით და თუ ისე მაგრა ათამაშდა რომ მაგალითად ზლატანს აჯობა მაშინ ზლატანს ისევ 12 მილიონი ექნება ხელფასი და ხვიჩას ისევ 1.5 მილიონი დარჩება და ნაპოლის არანაირი ვალდებულება არ ექნება ხელფასი გაუზარდოს ! და თუ ღმერთმა არ ქნა და ვერ ათამაშდა მაშინ ან სკამზე დასვამენ ან კიდევ სადღაცს ჭ კლასის ფარმ კლუბში გაუშვებენ @ ჯუღელო და ხვიჩაააააა იფოქრეთ მომავალზე და ნუ დებთ ხანგრძლივ კონტრაქტეებს ! სხვა ქართველებსაც ეხებათ ეს ! ჩაკვეტაძის ამბავი სახეზეა @
zura222
19:58 20-04-2022
7
გიხდება ბათუმის ფორმა კვარა
მარი
18:04 20-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული