კიელინი სანაკრებო კარიერას არგენტინასთან შეხვედრის შემდეგ დაასრულებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

37 წლის სპორტსმენი "აძურისთან" ერთად ბოლო შეხვედრას 1-ელ ივნისს, არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, უემბლის მოედანზე ერთმანეთს ევრო 2020-ისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება კიელინის, ჯორჯო იტალიის ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს, რა დროშიც 116 შეხვედრა ჩაატარა და თავი 8 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული