დაუხვდება კვარაცხელიას "ნაპოლიში" ოსიმჰენი?

AutoSharing Option
ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადავა. ამიტომ ამ გუნდისადმი ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბუნებრივია. Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლი" შეიძლება 23 წლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმჰენმა დატოვოს.

ნიგერიელის სამსახურით "მანჩესტერი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერში ძალიან დიდი თანხა, 100 მილიონი ევრო მოითხოვა.

ინგლისური კლუბები ფეხბურთელის ფასმა დააფრთხო, თუმცა, თუ მაინც გადაწყვიტეს ფორვარდის შეძენა, "ნაპოლი" ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება, რადგან ამ ფულით შემადგენლობის გაძლიერებას შეძლებს.

ამ სეზონში ოსიმჰენმა "ნაპოლიში" 31 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა,
Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 60 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული