7,5 მილიონი ევრო წელიწადში - პოგბამ ახალ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი შეათანხმა და ის "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდება.

ფრანგი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონში 7,5 მილიონ ევროს, ბონუსების ჩათვლით კი 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ის "ალიანს სთედიუმზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუვენტუსის" ღირსებას 2012/16-წლებში უკვე იცავდა. მიმდინარე პრემიერ ლიგაში მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული