"მილანის" ფეხბურთელებმა ქალაქში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყვეს და "ინტერს" შეურაცხყოფა მიაყენეს.
"როსონერის" ფეხბურთელებმა ავტობუსით გადაადგილებისას ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: "შეიტენეთ იტალიის თასი უკანალში".
ANSA-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპორტული ეთიკის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიება დაიწყო.
ანალოგიური ბანერი "მილანმა" 2007 წელსაც გამოფინა, როდესაც ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "ნერაძურიმ" კი - სკუდეტო.