"შესაძლოა, გაუმართლათ, მაგრამ..." - ბუსკეტსი "რეალის" მიერ ლიგის მოგებაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის "რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, "სამეფო კლუბმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა.

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩაიარა პლეი-ოფებმა, "რეალმა" ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა. ისინი ამას იმსახურებდნენ. მათ შეიძლება გაუმართლათ, მაგრამ მოიგეს და ეს დამსახურებულია.

ჩვენ მათ უნდა მივულოცოთ. იმედი მაქვს, ახლო მომავალში რაიმე მსგავსს ჩვენც განვიცდით", - აღნიშნავს ბუსკეტსი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი წელი ბუსკეტსი იყო,კაცი პენსიაზე გასასვლელად ემზადება და ახლა გახდა ბუსკეცი?!რა თქმა უნდა გამართლების ელემენტიც იყო,მაგრამ ისეთი უიმედო თამაშები შემოატრიალეს,თანაც ისეთ გუნდებთან,რომ გამართლებაზე ლაპარაკი,სრულიად უადგილოა.თანაც დაუმსახურებლად და შემთხვევით,შესაძლოა წააგო,მაგრამ გამარჯვება ყოველთვის დიდი შრომის შედეგია.რეალი ღირსეული გამარჯვებულია.ბარსელონას და ლივერპულის გულშემატკივარი ვამბობ,ამას.
სოსო
15:16 02-06-2022
4

სიახლეები პოპულარული