"მილანმა" კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო - "როსონერი" 22 წლის მცველით ძლიერდება

AutoSharing Option
Home of Milan-ის ინფორმაციით, "მილანმა" "ლილის" მცველ სვენ ბოტმანთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი "როსონერის" წარმომადგენლებს შეუთანხმდა. ის "სან სიროზე" გადაბარგდება და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი, რომ "მილანმა" და "ლილმა" სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკონ, თუმცა იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ შეთანხმება თითქმის შემდგარია და ბოტმანიც "როსონერის" ფორმას მოირგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული