მორატა "იუვენტუსიდან" მიდის - ალვარო ისევ ყოფილ კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალვარო მორატა "იუვენტუსს" დატოვებს და "ატლეტიკოში" დაბრუნდება.

როგორც იცით, ესპანელი ფორვარდი ტურინულ გრანდში 2-წლიანი განათხოვრების წესით თამაშობდა.

ახლა 29 წლის ფეხბურთელს სურს, რომ "როხიბლანკოში" თავი დაიმკვიდროს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.

გასულ სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული