რანოკია "ნერაძურიში" 2011 წლიდან ირიცხებოდა, სხვადასხვა პერიოდში კი "ჰალსა" და "სამპდორიაში" იყო განათხოვრებული. 2014/15 წლების სეზონში ის მილანური გუნდის კაპიტანიც კი გახლდათ.
ბოლო პერიოდში ანდრეა "ინტერის" სათადარიგოთა სკამის აქტიური წევრი გახლდათ და მას კონტრაქტიც ამიტომ არ გაუხანგრძლივეს. მან გასულ სეზონში მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.