პოგბას სატრანსფერო საგა სრულდება - დღეს გარიგების საბოლოო დეტალები მოგვარდება

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი პოლ პოგბა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდება და ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ფეხბურთელის აგენტი რაფაელ პიმენტა "ვეკია სენიორასთან" დღეს გარიგების ბოლო დეტალებს მოაგვარებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი "ვეკია სენიორაში" უახლოეს დღეებში გაივლის შემოწმებას.

ერთადერთი დეტალი, რომელზეც ტურინელები და ფრანგის აგენტი ვერ თანხმდებიან, კონტრაქტის ხანგრძლივობაა. არის ორი ვარიანტი - ან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება 4 წლით, ან 3 წლით, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუვენტუსის" ღირსებას 2012/16 წლებში უკვე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პოგბა შემტევია?
სოსო
14:06 23-06-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული