50 მილიონი ევრო - ნიკოლო ძანიოლო იტალიაში რჩება, თუმცა "რომაში" აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომას" შემტევი ნიკოლო ძანიოლო კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს.

23 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. გავრცელებული ცნობით, "ვეკია სინიორა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

ძანიოლომ გასულ სეზონში სერია A-ში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული