დიბალას გზაც რომში მიდის? - "ჯალოროსიმ" არგენტინელს შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
TyC Sports-ის ინფორმაციით, "რომამ" ამჟამად თავისუფალ აგენტად მყოფ პაულო დიბალას 4-წლიანი კონტრაქტი და სეზონურად 6 მილიონი ევროს გასამრჯელო შესთავაზა.

არგენტინელმა ფორვარდმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და მას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. 

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ 28 წლის თავდამსხმელის დამატება "ინტერს" სურდა, თუმცა "ნერაძური" ამ ტრანსფერზე აღარ მუშაობს.

გასულ სეზონში დიბალამ "იუვენტუსის" მაისური სერია A-ს 29 შეხვედრაში მოირგო და თავი 10 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული