ჟოზე ამ ამბავშიც განსაკუთრებულია - ნახეთ მოურინიოს ტატუ, რომლის დახატვაც "რომას" გულშემატკივრებმა შთააგონეს [PHOTO]

AutoSharing Option
"რომას" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტატუ გაიკეთა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

მან სამი სხვადასხვა ევროტურნირების თასი - ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის თასები დაიხატა, რომლებიც სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.

"ეს ჩემი ტატუა. "რომას" გულშემატკივრების სიხარულმა მიბიძგა მისი გაკეთებისკენ. მერე რაღაც განსაკუთრებულს მოვიფიქრე, რაც პატივს მიაგებს ყველა კლუბს, რომლებთან ერთადაც ევროტურნირი მოვიგე.

უნიკალური ტატუ მინდოდა, ის, რისი გაკეთებაც ახლა მხოლოდ მე შემიძლია", - ამბობს მოურინიო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული