"რომას" ფანებმა დიბალას მაისურების შეძენის რეკორდი დაამყარეს

AutoSharing Option
"რომამ" ერთ დღეში ერთი ფეხბურთელის მაისურების გაყიდვის საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"რომას" ფანებმა პირველივე დღეს მათი ახალი თავდამსხმელის პაულო დიბალას რამდენიმე ათასი მაისური შეიძინეს. ჩვეულებრივი მაისურის ფასი 110 ევროა, ელიტური ვერსიის - 130 ევრო.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, რომაულმა კლუბმა "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც პირველივე დღეს რონალდოს დაახლოებით ამდენივე მაისური გაყიდა.

"რომაში" მაისურების გაყიდვის რეკორდი ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგანაც კრამიტები არ დაამტვრიოს.როგორი არასტაბილურიც იუვეში იყო აქაც იგივე იქნება.
jiji alfaize
12:03 23-07-2022
4
კორიერე დელო სპორტის" ცნობით, რომაულმა კლუბმა "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც პირველივე დღეს რონალდოს დაახლოებით ამდენივე მაისური გაყიდა.>>>>სტატიაში წერია მხოლოდ რამდენიმე ათასი და რამდენიმე ათასი შეიძლება ორიც იყოს დააკონკტეტეტ ჯობია რეკორდიო და არცაა მითითებული რიცხვი :D საოცრებაა
ნოდო
10:56 23-07-2022
0

სიახლეები პოპულარული