35 წლის თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ნაპოლი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა შეიძლება უკან დაბრუნდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტუტოსპორტი" ავრცელებს.
მერტენსს უნდა, იტალიის ფარგლებს გარეთ რომელიმე კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ თუ მსურველი არ გამოუჩნდა, უკან დაბრუნდება და "ნაპოლის" 2.4-მილიონიან ხელფასზე დათანხმდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიელის სამსახურით "ლაციო" იყო დაინტერესებული, რაც არ დადასტურდა.