
35 წლის ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
სერია B-ს "კომომ" ფაბრეგასს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ფაბრეგასმა ბოლო სამი სეზონი "მონაკოში" გაატარა, ხელშეკრულება არ გაუგრძელეს და "კომოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა.