"ნაპოლის" პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება? - უეფაში წერილი უკვე გაიგზავნა

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) წერილით მიმართა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადების დისციპლინარული გამოძიება დაიწყოს.

როგორც იცით, დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი კლუბი უარს ამბობს აფრიკელი ფეხბურთელების დამატებაზე, რადგან ისინი სეზონის შუა პერიოდში ტოვებენ გუნდს და აფრიკის თასზე მიემგზავრებიან, რაც მათ ძალიან აფერხებთ... მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ კონტინენტის წარმომადგენელი "ნაპოლიში" ჩაირიცხება, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ მას შუა სეზონში კლუბის მიტოვების უფლება არ ექნება.

"CAF შეშფოთებულია "ნაპოლის" პრეზი
დენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ აფრიკელი მოთამაშეებისა და აფრიკის ერთა თასის შესახებ გაკეთებული უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადებებით.

მან  საჯაროდ განაცხადა, რომ "ნაპოლის" მოთამაშეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელი აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც დასაქმების პირობას.

დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, ექვემდებარება უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-14 მუხლს და ამიტომ CAF მოუწოდებს UEFA-ს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ“, - ნათქვამია CAF-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის "ნაპოლიში" ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის, კლუბის გასული სეზონის ბომბარდირი და გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.

altდე ლაურენტისი მოედანზე შევარდა - ხვიჩა სამშაბათამდე დაისვენებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
და ეს ყველაფერი ჩუმად, ოფიციალური განცხადების გარეშე რომ გაეკეთებინა ვინმე შეუშლიდა ხელს? არც არავის მოუვიდოდა აზრად ჩივილი
დინამოელი
18:29 08-08-2022
0
არაფერი გამოუვათ!თუ ასე არ გინდა,ჩემთან ნუ წამოხვალთო და მორჩა.მეორე მხრივ,შესაძლოა უეფამ პრეცენდენტის აღკვეთის მიზნით,მხარი აფრიკას დაუჭიროს.თუ ეს აკრძალეს,მერე უკვე საერთოდ ნაკრებში არ გაშვებაზე დაიწყებენ ჭიდაობას.კლუბებს ხომ არასოდეს აწყობთ,ნაკრებში სათამაშოდ ფეხბურთელების გაშვება.
სოსო
15:59 08-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული