
აღნიშნულ ცნობას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად "ნაპოლი" ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს და 5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ კი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
ჯაკომო 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, უნივერსალია და ათიანზე, მეორე ფორვარდად, ცხრიანზე და ვინგერადაც შეუძლია თამაში.