ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული კეილორ ნავასი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას

AutoSharing Option
იტალიური Mediaset-ის ინფორმაციით, პსჟ-ის კოსტა რიკელი კიპერი კეილორ ნავასი ძალზედ ახლოსაა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლასთან.

35 წლის მეკარემ შესაძლოა, პარიზულ გუნდთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზეც გაწყვიტოს და ნეაპოლში სრულიად უსასყიდლოდაც გადაბარგდეს.

იტალიური გუნდი ვეტერან კარის დარაჯს 3-წლიან კონტრაქტზე და სეზონურად 4 მილიონი ევროს ანაზღაურებაზეც მოუთანხმდა.

ნავასს პსჟ-ისთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება და მისი ადგილი ჯანლუიჯი დონარუმამ დაიკავა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნავასი, როლანდო... რამხელა გამოცდილების ხალხთან ივარჯიშებს და ითამაშებს კვარა, მარტო ამიტომაც ღირს მაგათი გადასვლა ნაპოლში. საფეხბურთო აკადემია.
მალხაზ ჯობავა
16:39 19-08-2022
8
კეილორ ნაპასი არა კეილორ სიგარეტი
თემო
14:12 19-08-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული